ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია, ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, „112“-დან მიიღო ინფორმაცია, შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია, ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს