ბათუმის ქუჩებში სპეცტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა

ბათუმის ქუჩებში სპეცტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. ტრაილერების, ექსკავატორების, თვითმცლელებისა და ამწეების გადაყვანა გოგოლის ქ. #1-ში განხორციელდება, სადაც უკვე 6 ჰა ფართობის სივრცე მოწესრიგდა.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელები ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ერთ სივრცეში გადაყვანა განხორციელდება მთელი ქალაქის მასშტაბით. გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მოახდენს.

„აღნიშნულ ქუჩებზე უახლოეს პერიოდში განთავსდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების დგომის ამკრძალავი ნიშნები.

სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების გაფრთხილება 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - ნათქვამია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა