ბრაზილიის პრეზიდენტი - დაუშვებელია საფრანგეთის პრეზიდენტის დაუსაბუთებელი და უადგილო თავდასხმები

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ამაზონის ტყის გადასარჩენად „დიდი შვიდეულის“ საერთაშორისო ალიანსის შექმნის შესახებ ფრანგი კოლეგის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას გმობს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„დაუშვებელია, რომ პრეზიდენტი მაკრონი გამოდის დაუსაბუთებელი და უადგილო თავდასხმებით, რომელიც თავისი ჭეშმარიტი განზრახვის მასკირებას ახდენს „დიდი შვიდეულის“ ალიანსის იდეებით ამაზონის „გადასარჩენად“, თითქოს ეს კოლონია ან მიწა იყოს, რომელიც არავის ეკუთვნის“, - წერს ბოლსონარუ.

მისი აზრით, რეგიონის ქვეყნების უმეტესობისთვის აუცილებელია ერთობლივი გეგმა სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად და ბუნებრივი სიმდიდრის გადასარჩენად.

ორ პრეზიდენტს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ემანუელ მაკრონმა ამაზონის ტროპიკული ტყეების ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და ჟაირ ბოლსონარუ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა.

ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა კვირას განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ იქმნება საერთაშორისო მობილიზაციის მექანიზმი, რომელიც ამაზონიის რეგიონის ქვეყნებს დაეხმარება, სადაც აგვისტოს დასაწყისიდან ტყის ხანძრები მძვინვარებს.

იხილეთ ვიდეო: დაუშვებელია საფრანგეთის პრეზიდენტის დაუსაბუთებელი და უადგილო თავდასხმები - ბრაზილიის პრეზიდენტი

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ