ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მეხანძრე-მაშველები გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

„ხანძრის ქრობის პროცესში, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა. ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის ინტენსიური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადარჩენილია წიწვოვანი ტყის უმეტესი ნაწილი. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. პირველადი ინფორმაციით, ხანძარმა 3 ჰა ფართობი მოიცვა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და მუდმივ რეჟიმში განახორციელებენ ცალკეული, მცირე კერების დამუშავებას და მის მონიტორინგს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა