ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ურბნისის, რუისისა და ბებნისის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეხვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებებზე და სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს მიერ სოფლისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის კუთხით შემუშავებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და შოთა ხაბარელი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თორთლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს.

მთავრობის, საკანონმდებლო და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს