მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა