ვლადიმერ იმნაძე ნორვეგიის თავდაცვის ატაშეს შეხვდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე უკრაინაში ნორვეგიის თავდაცვის ატაშეს, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ბოიე გარდერ ლილერუდის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ნორვეგიას ვეტერანებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობაზე ქართველი და ნორვეგიელი ვეტერანების სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხებზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, ბოიე გარდერ ლილერუდი ნორვეგიის ვეტერანების სამსახურის გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, ეკატერინე ფაჩულია და საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, ლევან გამყრელიძე.

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი კიევში 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა