დაბა მანგლისში არტ-ფესტივალი „ბეგა-ფესტი“ გაიმართება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, არტ-ფესტივალი „ბეგა-ფესტი“ 31 აგვისტოს, წელს პირველად, გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფესტივალის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს მანგლისში კულტურული ცხოვრების გაცოცხლებას, ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორების მოზიდვას, უნიკალური ბუნების და კლიმატის პოპულარიზაციას და მანგლისის, როგორც უძველესი ქრისტიანული, კულტურული კერის და საკურორტო დასახლების პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევას. „ბეგა-ფესტი“ ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველ წელს, დაბა მანგლისში, მასშტაბური კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

ფესტივალის ფარგლებში, 31 აგვისტოს 14:00 საათიდან მანგლისის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები; გაიმართება ხალხური ტრადიცული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების, ასევე ინდივიდუალურ ხელოვანთა ნამუშევრების და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების საკონცერტო ღონისძიება. ფესტივალზე სპეციალური პროგრამით წარსდგება ჯგუფი - „რეგიონი“, ხოლო მუსიკალურ საღამოს გააგრძელებს დიჯეი ROMA J.

ფესტივალის ორგანიზატორია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, მხარდამჭერები: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს კულტურის პალატა. ფესტივალის ჩატარების იდეა მანგლისში მცხოვრებ მოქალაქეებს ეკუთვნით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს