აბაშაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისის გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით.

მათივე ინფორმაციით, ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ გახსნეს. მინისტრმა, სტუმრებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერა და აბაშის ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.

„ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სტანდარტები სულ უფრო უმჯობესდება. ჩვენი ამოცანაა, სურსათის უვნებლობის კონტროლი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულად მოიცავდეს რეგიონებსაც. ამისათვის კი, საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მობილიზება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები ჰქონდეს. აბაშის ახალი ოფისი, ამის კარგი მაგალითია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, დღეიდან, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას საშუალება ექნება თანამედროვე სტანდარტების ოფისის მომსახურებით ისარგებლონ.

აბაშაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის გახსნას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოში სამეცნიერო მისით მყოფი მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა