ლანჩხუთში 700-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოები სრულდება

ლანჩხუთში, 700-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შემოდგომიდან, ადგილობრივი მოსახლეობა სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოქტომბერში დაასრულებს.

ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა ადგილზე გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემების არარსებობის გამო, რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა.

სამუშაოები ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას, ასევე აბონენტების ინდივიდუალურად გამრიცხველიანებას. ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ლანჩხუთში მცხოვრები ასეულობით ოჯახი, 24-საათიან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა.

პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,147 000 ლარი მოხმარდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს