სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია სრულდება

სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცისთვის 410 000 ლარი იხარჯება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ახალი სისტემა მოემსახურება ნახევარ სოფელს, იმ 170 აბონენტს, რომლებსაც სასმელი წყალი შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდებოდა.

მათივე ცნობით, უკვე დასრულებულია სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაობი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაშვება-გამართვის სამუშაოები.

პროექტი ითვალისწინებს გამრიცხველიანებას, არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაციას, საქლორატოროს, 50 კუბური მეტრი მოცულობის 2 სადაწნო კოშკისა და შიდა გამანაწილებელი ქსელი (9500 მ) მოწყობას.

სისტემა სექტემბერში შევა ექსპლუტაციაში.

სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გაზტექმშენი“ აწარმოებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო