ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი 14 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ადგილზე გაეცნო.

ხვამლის ისტორიულ მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტურისტული თავლსაზრისით და ასევე მომლოცველებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით სამონასტრო კომპლექსამდე მიდიან.

არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, რის გამოც გადაადგილება განსაკუთრებით რთულდებოდა უამინდობის დროს. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდიანრეობს. დაიგება ცემენტ-ბეტონის გზა, რეაბილიტირდება არსებული ხიდი და ხელოვნური ნაგებობები. ასევე, გათვალისწინებულია ტურისტულ ობიექტთან მოედნის მოწყობა. მოხდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზო ნიშნების, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარის და ბეტონის პარაპეტების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 15 851 500 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგემება.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს