ხობის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

ხობში, პატარა ფოთის ტერიტორიაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალიდან შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მათი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შემოიყვანეს 4 პაციენტი, 2 მცირეწლოვანი და 2 მოზრდილი. ერთ მცირეწლოვანს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, აღენიშნებოდათ მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. გაწეული დახმარების შემდგომ განხორციელდა სამივეს გადაყვნა შესაბამისი პროფილის კლინიკაში“, -აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა, სამი პირი კი დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო