გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა შენდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა ჭონქაძის ქუჩაზე შენდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება 430 945 ლარია.

მათივე ცნობით, სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით, სექტემბერში უნდა დასრულდეს.

„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, განხორციელდება შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. მოწესრიგდება ასევე, შენობის მიმდებარე ტერიტორია და მოწყობა საპარკინგე ადგილი.

ამ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული, რაც თანამედროვე სტადარტების მიხედვით მიუღებელია. აღნიშნულ ფართი ორგანიზაციას 2014 წლიდან აქვს ნაქირავები. ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მომსახურეობის ხარისხი და სისწრაფე.

ორგანიზაცია ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 125 ათას ადამიანს სცილდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს