ჩხოროწყუს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

„სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა
უკონკურენტო საბანკო მოდელი "პროკრედიტ ბანკისგან", ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად
კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი