აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომას ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კანონმდებლების წინაშე პირველი, შესაბამისი მოხსენებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა - 102,4 , შემოსავლების - 105, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში - 116 %-ით შესრულდა. მინისტრმა წარმოადგინა რეგიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტის სხვა პარამეტრებიც, უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

„კომიტეტის წევრებს ორი კვარტლის ანგარიში ასევე გააცნო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი განცხადებით, სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 32 პროგრამას ახორციელებს. ორი კვარტლის მონაცემებით, უწყებამ გეგმა 96 %-ით შეასრულა და მოსახლეობას მიაწოდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 43 385 სერვისი. ამჟამად სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე მუშაობს.

კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს წარმოდგენილი ანგარიშები და მხარი დაუჭირეს ბიუროს სხდომაზე მათ განხილვას.

დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხი -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე (ავტორები: დავით გაბაიძე, ილია ვერძაძე) უმაღლესი საბჭოს წევრმა და პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ილია ვერძაძემ წარმოადგინა. კომიტეტმა წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირა“, - აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს