აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა მინისტრების ანგარიში მოისმინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონმდებლებმა ორი მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების თაობაზე მოხსენებებით ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები წარსდგნენ.

მათივე ცნობით, გეგმით გათვალისწინებული ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ და მაია ხაჯიშვილმა მოისმინეს კანონმდებელთა მოსაზრებები, უპასუხეს შეკითხვებს, რომელთა უმეტესობა რეგიონიოსთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოწვევებს ეხებოდა.

წარმოდგენილი ანგარიშები ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო, რის შემდეგაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი განიხილა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე (ავტორები: დავით გაბაიძე, ილია ვერძაძე) უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ წარმოადგინა და მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა