14.07.2025 / 09:02
კასპში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა გრძელდება

კასპში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული კოლეჯის მშენებლობა გრძელდება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები, რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება.

„კოლეჯის მშენებლობა წელს დასრულდება და რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. სასწავლებელში, რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები მომზადდება. ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები.

სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მისი ღირებულება 3 893 624 ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა