რუსეთში რეჯებ თაიფ ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მოინახულა საავიაციო-კოსმოსური სალონი „მაკს-2019“, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და დღეს გაიხსნა. შემდეგ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ორმხრივი ურთიერთობების განხილვის საშუალება მოგვეცა. ვისაუბრებთ ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივებზეც და რეგიონული პოლიტიკის მგრძნობიარე საკითხებზეც“, - განაცხადა პუტინმა ერდოღანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე. პუტინმა ერდოღანს ეკონომიკის მაღალტექნოლოგიურ სფეროში ძალისხმევის გაერთიანება შესთავაზა.

„ჩვენ ვიცით თქვენი გეგმების შესახებ თურქეთის ეკონომიკის მაღალტექნოლოგიური სფეროს განვითარების თაობაზე. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა იმ მიმართულებებში, სადაც ჩვენი კომპეტენციები ყველაზე ძლიერი და მოთხოვნადია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მანამდე ავიასალონის დათვალიერებისას თურქეთის პრეზიდენტი დაინტერესდა რუსული სანიტარული ვერტმფრენით „ანსატით“ და მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლით „სუ-57“-ით.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს