სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში საერთაშორისო ბიზნესფორუმს გახსნის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი მ700-მდე ევროპელ მეწარმეს სიტყვით მიმართავს და საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილებს ყურადღებას.

ამასთან, მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.

„მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო კონფლიქტის მოგვარების პროცესში საფრანგეთის ჩართულობის მნიშვნელობას.

ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო შეხვედრის მთავარი თემა. ასევე იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის განახლებასა და გაძლიერებაზეც. ამასთან, საუბარი შეეხო ფრანგული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.

ასევე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი იყო საუბრის თემა. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა