ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც 20 ჰექტარი დაიწვა, ხანძარი ლიკვიდირებულია

ახალსოფელში მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს კოორდინაციის უფროსი ზაზა ჭაბუკაშვილი აცხადებს, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა, მონიტორინგის მიზნით, ადგილზე 40-კაციანი მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი რჩება.

„რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხუთდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და მფრინავების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.

მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, საჰაერო ტექნიკამ საერთო ჯამში მათ 191 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 382 ტონა წყალი დაასხეს.

ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მონიტორინგის მიზნით ადგიზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი დარჩება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო