ზაზა გაბუნია და ლევან კობიაშვილი ყაზბეგის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი, დეპუტატ მირიან წიკლაურთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან, სახელმწიფო რწმუნებულ მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძესთან და ყაზბეგის მერ ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

„სოფელ ყანობში 7 წლის წინ სკოლა იხურებოდა, რადგან ბავშვები სოფელში აღარ იყვნენ, დღეს კი არათუ სკოლა მუშაობს სრული დატვირთვით, არამედ ახალი საბავშვო ბაღიც აშენდა, რადგან შობადობის დონე და პატარების რაოდენობა გაიზარდა“,- აღნიშნა გაბუნიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ყანობი ცენტრალურ ტრასას ახალი კაპიტალური ხიდით და გზით დაუკავშირდა.

შეხვედრები ასევე გაიმართა სოფლებში გორისციხეში, ხელშესა და ტყალშეთში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა