ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ანანურში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გაეცნენ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აქტიურად გრძელდება ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და პარკირების სივრცე, ასევე, დამონტაჟდება გარე განათება. ძველი სავაჭრო დახლები კი, თანამედროვე ჯიხურებით შეიცვლება. პროექტის განხორციელების შემდეგ, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური გარე ვაჭრობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება. ანანური, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული დამსვენებლებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება.

ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ანანურის ეკლესიასთან მისასვლელ და ცენტრალური გზიდან სანაპირომდე არსებულ მონაკვეთს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა გზებისა და ძველი სამხედრო გზის მოასფალტებაც. სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.5 მილიონ ლარს აჭარბებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს