ირმა ნადირაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქურდების პრეზიდენტია

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ქურდების პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მის მიერ შეწყალებული პირი ლავასოღლის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებს შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირია, რაც "სამარცხვინო საქციელია."

"ევროპული საქართველოს" სახელით მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის სამარცხვინო საქციელს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადუსტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი, როდესაც 4 წელი გაატარა პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებულმა, 12 წლის ნაცვლად და პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისი შეწყალება. ასეთი საკითხები არღვევს სახელმწიფოს ფუნდამენტს. ასეთი გადაწყვეტილებების გამო პოლიციელები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, იმიტომ, რომ პოლიციის ვალია სწორედ საქართველოს მოქალაქეების დაცვა. იმისთვის, რომ კონტრასტი უფრო კარგად იყოს წარმოჩენილი, მინდა, შეგახსენოთ, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, მაშინ, როცა ციხეში ზის დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის დანაშაულზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ჩაიდინა თუ არა მან ეს დანაშაული და ეს საქმე არის ძალიან ბუნდოვანი. ციხეში ზის ბატონი ნაკანი, რომელიც არის სპეცრაზმის უფროსი, ადამიანი, რომელიც არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია, რომელიც საკუთარი მკერდით იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეწყალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ის არის უსინდისო და უპასუხისმგებლო".

"ამ გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უსინდისო, უპასუხისმგებლო. ის არ არის ჩვეულებრივი მოქალაქე, პრეზიდენტი, ის არის ქურდების პრეზიდენტი, იმიტომ, რომ შეწყალებული სწორედ ბატონი ლავასოღლის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა