სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ფორუმზე - საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეუძლებელი არაფერია - მეუბნებოდნენ, რომ არასდროს აირჩევდა „ფრანგ ქალს", მან კი ის აირჩია

საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეუძლებელი არაფერია. მეუბნებოდნენ, რომ საქართველო არასდროს აირჩევდა „ფრანგ ქალს", მან კი ის აირჩია. როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მედეფის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ ხალხს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდა, რათა ნახონ ქართველები როგორი ევროპელები არიან.

„ჩემთვის დიდი პატივია მედეფის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მიღება. დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვევა დიდი პატივია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ, ჩემი ქვეყნისთვის. დღეს ჩემი აქ მოწვევით თქვენ გამოხატავთ იმას, რასაც ჩვენ თქვენგან ყველაზე მეტად ველით - ეს არის აღიარების ჟესტი, აღიარება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე ისე ვისაუბროთ, როგორც ევროპაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ევროპის წევრობისკენ მიისწრაფის. შესაბამისად, ნება მიბოძეთ, მოგმართოთ არამხოლოდ, როგორც ევროპაზე შეყვარებული ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ როგორც ევროპული ქვეყნის პრეზიდენტმა. იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც თავს უკვე ევროპის ნაწილად გრძნობს. ჩამოდით ჩვენთან, რომ თავად დაინახოთ როგორი ევროპელები ვართ. მე ჩემი პირადი ისტორია მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეუძლებელი არაფერია.

ისტორია სიურპრიზებითაა სავსე, მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მუდმივად იარსებებდა, თუმცა საქართველო პირველი იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მეუბნებოდნენ, რომ საქართველო არასდროს აირჩევდა „ფრანგ ქალს", მან კი ის აირჩია. ამიტომ, როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია. საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს.

ჩინეთის აღზევებისა და ამერიკის ახალი პრობლემატიკიდან გამომდინარე, ევროპა კიდევ ერთხელ დგას ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე: გახდეს რეალური პოლიტიკური ძალა და დაიცვას თავისი ინტერესები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპას სხვა გზა, გარდა წარმატებისა არ აქვს. თითოეულ დიდ კრიზისს ყოველთვის მოსდევს პროგრესული ნაბიჯი და სწორედ ამას ველით ჩვენ, ქართველები“,- განაცხადა პრეზიდენტმა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა