ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

პროექტი XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით ითვალისწინებს.

„შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელება და მისი ღირებულება მილიონნახევარ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა გერმანელების სასაფლაო, რომელსაც მხოლოდ სასაფლაოს ფუნქცია არ აქვს და ასე ვთქვათ, რეკრეაციული ნაწილია გათვალისწინებული. სამუშაობი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და საბოლოო ჯამში, ასურეთს ექნება ძალიან კარგი მიზიდულობის ცენტრი. ამავე დროს, მოსახლეობასთან საუბრისას გამოიკვეთა სირთულეები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. ჩამოსული ვართ სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს პრობლება და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით მის მოგვარებას“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათების მოწყობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა