ხელვაჩაურში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ხელვაჩაურის საკრებულოს ჩართულობით, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გაიმართა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, ჯანმრთელობის დაცვის ცენტრ „ჰერასა“ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივებს ორი დღის განმავლობაში მამოგრაფიაზე, შიდსსა და C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ. 30 აგვისტოს მსურველებს პროსტატის ადენომაზეც ჩაუტარდებათ კვლევა.

აქციის მსვლელობას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა