გიორგი კანდელაკი - გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა საზოგადოების მორიგი შეურაცხყოფა იქნება

თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერად გახარიას დანიშნავს, ეს საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის მორიგი შეურაცხყოფა იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მან ისაუბრა გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრად შესაძლოა, შს მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნოს და აღნიშნა, რომ ამას საზოგადოება უპასუხოდ არ დატოვებს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, შს მინისტრს ჯერ კიდევ არ უგია პასუხი იმაზე, რაც 20 ივნისს მოხდა.

„თუ გახარიას დანიშნავს პრემიერად ბიძინა ივანიშვილი, ეს იქნება საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის მორიგი შეურაცხყოფა. ამას ჩვენი საზოგადოება უპასუხოდ ნამდვილად არ დატოვებს, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნება" ახლა იძირება იმ ჭაობში, რომელიც თავად შექმნა, ვერც ერთი ეს ნაბიჯი, მითუმეტეს ასეთი კონფრონტაციული, ასეთი ხისტი, შეურაცხმყოფელი ნაბიჯი, მას ცხადია, ვერ იხსნის, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" საქმე მართლაც ისეა, როგორც ჭაობში ჩაძირვის პროცესში მყოფი ადამიანის საქმე. რანაირი მოძრაობაც არ უნდა გააკეთოს მან, მაინც ჩაიძირება იმ ჭაობში. ჩვენი ამოცანაა, ეს ციკლი ჩვენმა ქვეყანამ გაიაროს, რაც შეიძლება ცივილიზებულად, უმტკივნეულოდ, იმისათვის, რომ მთავრობის ცვლილება მოხდეს ყოველგვარი კატაკლიზმების გარეშე და საქართველომ დაიწყოს სწრაფი განვითარება,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას, რომლის თანახმად ირაკლი ღარიბაშილი შესაძლოა, შს მინისტრად დაბრუნდეს, გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ „ღარიბაშვილის ნებისმიერ თანამდებობაზე დაბრუნება საქართველოს მთვრობაში ივანიშვილის მხრიდან იქნება მთლიანად საზოგადოების მიმართ ძალიან კონფრონტაციული ნაბიჯი.“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა