ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 20 სექტემბრის აქციისთვის მზადება დაიწყო

ორგანიზაცია „სირცხვილიას“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზუგდიდში, მეორე სკოლის მიმდებარედ სტიკერები გააკრეს, რითაც მოქალაქეებს 20 სექტემბერს, რუსთაველზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

„სირცხვილიას“ წევრის, გიგა მაქარაშვილის თქმით, მანამდე „პატარა აქციები“ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში ჩატარდება.

„ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში ჩავალთ და ჩავატარებთ პატარა აქციებს. ეს აქციები აუცილებლად იქნება გადაცემული პირდაპირ ეთერში. ზუგდიდში 14 სექტემბერს შედგება აქცია. თბილისიდანაც ჩამოვლენ, მაგრამ მთავარი ბირთვი იქნება ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც თვლის, რომ მართლა სირცხვილია ამ რეჟიმში ცხოვრება“,- აღნიშნა მაქარაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით კი, ეს არ არის ერთი ქალაქის საკითხი და პროტესტმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას.

“რაც ხდება რუსთაველზე 20 ივნისიდან მოყოლებული, ეს არ არის თბილისის და რუსთველის საკითხი. ეს არის მთელი საქართველოს საკითხი, იმიტომ, რომ მთელს საქართველოში სირცხვილია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში სიარული. ეს არ არის პარტიული კუთვნილება, ან რომელიმე რეგიონის კუთვნილება. საქართველოს მომავალი არის დამოკიდებული იმაზე თუ, რამდენად აქტიურები იქნებიან მოქალაქეები დღეს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

მისივე ინფორმაცით, მსგავსი შინაარსის სტიკერები გუშინაც გააკრეს, თუმცა ხელისუფლებამ ის მალევე ჩამოხსნა.

„გუშინ ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად, როდესაც გავაკარით სტიკერები, ხელისუფლებამ სასწრაფოდ ჩამოხია იმიტომ, რომ მათ ეშინიათ 20 სექტემბერს დიდი, მასობრივი პროტესტის, რომელიც აუცილებლად იქნება. ასევე პროტესტი იქნება ყველა რეგიონში“, - განაცხადა დეპუტატმა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ სტიკერები არ ჩამოუხსნიათ. მათივე განმარტებით, ღობე, სადაც სტიკერები გააკრეს, კერძო საკუთრებაა და შესაბამისად, მათ ტერიტორიის დასუფთავების უფლება არც ჰქონდათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა