თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულსტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 2014 წლიდან ახორციელებს.

„ჩვენ ასეთ განათლებულ ახალგაზრდებში ყველაზე დიდ პოტენციალს ვხედავთ და მინდა გამოვთქვა სურვილი, გამოვხატო მზადყოფნა მათი მხარდაჭერისა დასაქმების კუთხით. ჩვენი სურვილია, როცა ეს სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლა-განათლებას დაასრულებენ, დაუბრუნდნენ ამ ქალაქს, ამ რეგიონს და მათი წვლილი შეიტანონ საერთო საქმის კეთებაში.

ამოცანა მართლაც ესაა - ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა. ბევრი სფერო მოითხოვს რეფორმებს, დიდ ცვლილებებს, ხოლო ამ ცვლილებებს განათლებული ადამიანები სჭირდებიან, რომლებმაც ევროპული და ამერიკული ქვეყნების გამოცდილება იციან”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

პროგრამა „სწავლა საზღვარგარეთ“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლებას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 60 სტუდენტი, მათ შორის, 2019 წელს, კონკურსის წესით დაფინანსება მოიპოვა 18 აპლიკანტმა. პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 675 000 ლარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა