თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს თხილის სეზონთან დაკავშირებით დავალებები მისცა

„შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ დაძლეულია და ახლა უკვე მნიშვნელოვანია, თხილის სეზონმა ჩაიაროს წარმატებით“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მთავრობის სხდომაზე.

მან ყველა შესაბამის უწყებას მისცა დავალება - რეგიონში თითოეულ ფერმერს ჰქონდეს, როგორც ლოჯისტიკური ასევე, საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა თითოეული კილოგრამი თხილი იყოს მაქსიმალურ ფასად რეალიზებული.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე უახლოეს დღეებში ფერმერებს მიაწოდებს ამომწურავ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რამაც თხილის მოსავლის წარმატებით რეალიზება უნდა უზრუნველყოფს.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა