აჭარის მთავრობის სხდომას ქობულეთში სანქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები დაესწრნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ტურისტულ სეზონზე სანქციების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის საკითხს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას ქობულეთში სანქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

“ჩვენთვის ბოლომდეა გასაგები ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა შუა ტურისტულ სეზონზე კონკრეტული სანქციებიდან გამომდინარე და ამ მოცემულობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ და მთლიანად ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა თანადაფინანსების მექანიზმი. ამით, პირველ რიგში, ისარგებლებენ ქობულეთში არსებული ტურისტული ობიექტების, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მეპატრონეები” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმდჯომარის განცხადებით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არსებული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს მოქალაქეებს, რათა არცერთი ობიექტის მეპატრონეს არ შეექმნას პრობლემა საბანკო დაწესებულებებთან.

“ასევე, იცით რომ ამოქმედდა მნიშვნელოვანი საკრედიტო საბანკო მექანიზმი და ამ მექანიზმის ფარგლებში არ უნდა გაჩერდეს არცერთი ტურისტული ობიექტის მშენებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეგიონში ტურიზმი მიგვაჩნია პრიორიტეტად. ეს არის მართლაც ადგილობრივი ეკონომიკის ერთ-ერთი ლოკომოტივი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის დარგში პროექტები და ინვესტიციები, ამ დარგში დასაქმებული ადამიანებისა და ბიზნესის ხელშეწყობა” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ მთავრობის სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო