თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ აჭარაში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი

“ჩვენ რეგიონში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი” - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის მთავრობის სხდომაზე ქობულეთში განაცხადა.

“მათ რიცხვს კიდევ ბევრი დაანონსებული პროექტი დაემატება, ნაწილი კი - წლის განმავლობაში აქტიური მშენებლობის ეტაპზე გადავა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტული საქმიანობებიდან გამომდინარე, ორი წლის განმავლობაში 6 000 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ” - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ამბიციური გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე საინვესტიციო პორტფელი 3 მილიარდ ლარზე უნდა ავიდეს.

“ეს იქნება მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც რეგიონს შეჰმატებს, როგორც ახალ, თანამედროვე ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვაპირებთ, რომ იყოს თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებს კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი”. - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა