რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი ეზოში გამვლელმა ნახა, მას თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული.

მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა