რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება

რუსთავში, კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ რუსთავის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მემორანდუმს ხელი მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კერემ კინიკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ მოაწერეს.

მანამდე კი კერემ კინიაკი, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კახა კობერიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ და რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა რუსთავში სტუმრობისას ის ტერიტორიაც დაათვალიერა, სადაც წითელი ჯვრის რეგიონული ბაზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება. მოგვიანებით კი კერენ კინიაკი, რუსთავის მუნიციპალურ ხანდაზმულთა სახლს ესტუმრა და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.

აღნიშნული ბაზა უახლოეს პერიოდში აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას გაუწევს კავკასიის (და არა მარტო) რეგიონის ქვეყნებს. მშენებლობაში 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს