„ევრონიუსის" მენეჯმენტი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

აჭარის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მენეჯმენტი გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

რეგიონში სტუმრობისას ტელეკომპანიის წარმომადგელებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვდა, რომელმაც სტუმრებთან ერთად დეპარტამენტისა და „ევრონიუსის“ როგორც არსებული, ისე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას „ევრონიუსის“ მეშვეობით ბოლო წლებია აქტიურად ახორციელებს. აჭარის საზღვაო და სამთო პროდუქტები არაერთხელ მოხვდა „ევრონიუსის“ გადაცემებში: Metropolitan, Cult, Focus, Adventure, ვიდეობლოგში „24 საათი ბათუმში“ როგორც სიუჟეტების, ასევე სატელევიზიო რეკლამის სახით. გარდა „ევრონიუსისა“, აჭარის სატელევიზიო რეკლამები ასევე ტრიალებდა Deutsche Welle-ს, BBC-ის, National Geographic-ის, Travel Channel-ისა და გერმანიის ადგილობრივი არხების RTL, N-TV ეთერში.

აჭარაში ვიზიტისას „ევრონიუსის“ წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ქალაქ ბათუმის მერს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და მოადგილეს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის BIAFF მენეჯმენტს. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა რეგიონი უკვე დატოვეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს