აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა. შესაბამისი მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა. ჯაბა ფუტკარაძემ კომიტეტის წევრებს მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესრულებაზე დეტალური ინფორმაცია გააცნო, შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტმა მიმოხილვა ცნობად მიიღო და მისი ბიუროსთვის წარდგენა მიზანშეწონილად მიიჩნია.

სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტიდან შესული კანონპროექტები, რომლებიც კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარადგინა. კერძოდ: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებები კომიტეტმა ცნობად მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს