აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომა გამართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტი წარდგენილ ინიციატივებს მხარს უჭერს.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა - 102,4 , შემოსავლების - 105, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში - 116 %-ით შესრულდა. მუნიციპალიტეტებისა და ცალკეული უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

ასევე, სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე (ავტორები: დავით გაბაიძე, ილია ვერძაძე) უმაღლესი საბჭოს წევრმა - ილია ვერძაძემ წარმოადგინა და მას კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა ცნობად მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიშიც, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა