ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - ყანობის, გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს’’ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, სოფლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, დაათვალიერეს სოფელ ყანობში ახლად აშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა. კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეუზღუდავად შეუძლია. ყანობში რამდენიმე თვის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც აშენდა. აღსანიშნავია, რომ სოფელში საბავშვო ბაღს მანამდე არასოდეს უფუნქციონირია.

,,ასევე, დაგეგმილია სოფლების - გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორისციხის ამბულატორიას. მიმდინარეობს სოფელში არსებული საჯარო სკოლის რემონტიც. კეთილმოეწყობა სკვერი სოფელ ფხელშეში. უახლოეს პერიოდში სოფელ ტყარშეტში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია დაიწყება.

შეხვედრებზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებზეც ისაუბრა. ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებზე და პროექტებზე’’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ურთიერთობა მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა