ანრი ოხანაშვილი - პოლიციელის მკვლელის შეწყალება, რომელსაც ნახევარი სასჯელიც არ აქვს მოხდილი, არ არის მისაღები

საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია, რატომ მოხდა დისკრეციული უფლებამოსილების ამ ფორმით გამოყენება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

"ამ კონკრეტულ საკითხზე, როგორიცაა პოლიციელის მკვლელის შეწყალება, რომელსაც ნახევარი სასჯელიც არ აქვს მოხდილი, არ არის მისაღები, თუმცა საინტერესოა პოზიცია, რატომ მოხდა ამ დისკრეციული უფლებამოსილების ამ ფორმით გამოყენება",- აღნიშნა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა