ზესტაფონში მარტოთუბნისა და სანახშირის გაზიფიცირება დაიწყო

ზესტაფონში მარტოთუბნისა და სანახშირის გაზიფიცირება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ 350-მდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.

გაზსადენის პროექტის სამშენებლო სამუშაოები მერის მოადგილემ დავით მაღრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ სოფლის დეპუტატთან, ნუგზარ ფერაძესთან ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 3 სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს. ამასთან, სადგურ სვირში ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. მიმდინარე პროექტის განხორციელების შემდეგ დამატებით ბუნებრივ აირს 600 აბონენტი მიიღებს.

სანახშირის ადმიმისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბრის თვეში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო