„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდის გადაღება თბილისის შემდეგ რუსთავში მოხდება

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება თბილისის შემდეგ რუსთავში მოხდება. ფილმის ეპიზოდების გადაღება 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი . გადაღებებისათვის მზადება მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე უკვე დაწყებულია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, 4 დღის განმავლობაში აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო