გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების შინდისის, ფხვენისისა და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს და არსებულ პრობლემებს. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებაზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც გორის მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. შეხვედრზე ხაზგასმით აღინიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობის და მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება ასახული შეხვედრებზე გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრისა და საჭიროებების უზრუნველყოფის გზები.

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და კობა კობალაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა