თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძე ყინჩაურის, ღორჯომისა და ვაშლოვანის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. რეგიონის პირველმა პირმა მთის მცხოვრებლებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო.

შეხვედრაზე შეკრებილებმა ძირითადად სოციალურ თემებზე გაამახვილეს ყურადღება. დაისვა წყალმომარაგების სისტემისა და სკოლის რეაბილიტაციის საკითხი, რაზეც მოსახლეობამ დაპირება მიიღო.

„ხელისუფლების პოზიციაა, რომ ამ ტიპის შეხვედრები მხოლოდ არჩევნების წინ არ ტარდებოდეს. თორნიკე რიჟვაძე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეტაპობრივად შეხვდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა