„ევროპულმა საქართველომ" სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად რუსთავში აქცია-პერფორმანსი გამართა

„ევროპულმა საქართველომ" რუსთავის მერიასთან, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, რუსთავის მოსახლეობას დროგამოშვებით უსიამოვნო სუნი აწუხებს. მოსახლეობის ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ სუნი ქალაქის მიმდებარედ არსებული საწარმოებიდან მოდის.

აქციის მონაწილეებმა მერიის წინ გოგირდი დაანთეს და პარალელურად ჰაერის გამწმენდი საშუალებები გაუშვეს. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვდენ.

როგორც რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, ქალაქის მერი საკითხთან დაკავშირებით სრულად არის ინფორმირებული და აქტიურად არის ჩართული მონიტორინგის პროცესში, რომელსაც შესაბამისი უწყებები ახორციელებენ. უკვე შემოწმდა ქალაქის მიმდებარედ არსებული სოკოს საწარმო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ე.წ. სასაკლაოს შემოწმების პროცესი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა