სოფელ თელეთში ავარიისას დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, ორი - საქართველოს და ერთი - აზერბაიჯანის მოქალაქეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, 2 - საქართველოს და 1 - აზერბაიჯანის მოქალაქეა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში გამთენიისას მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.

ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ოცივე დაშავებული სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. უფრო კონკრეტულად: „ნიუ ჰოსპიტალსში“ -8 ადამიანი შეიყვანეს, „საპატრიარქოს იოაკიმე და ანას კლინიკაში“ - 3, ინგოროყვას კლინიკაში - 2 , „პინეოში“ - 4 და გადაუდებელი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში - 3 პაციენტი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კადრები თელეთში მომხდარი საშინელი ავარიის ადგილიდან, სადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაშავდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა