აჭარის მთავრობამ ვაშლოვანის სკოლის გოგონათა გუნდს სპორტული ინვენტარი გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სკოლას ეწვივნენ, სადაც ქვემო ვაშლოვანის სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადისთვის ემზადება.

მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტსმენებს 4 საჩოგბურთო მაგიდა გადასცეს. თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენ გოგონებს წარმატებები და საქართველოში გამარჯვებით დაბრუნება უსურვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

ასევე, გადაწყდა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლაში არსებულ მეორე სპორტულ დარბაზს, სადაც ახალი სასპორტო ინვენტარი განთავსდება. სკოლის ბაზაზე არსებულ სპორტის ამ სახეობას ხულოში, ახალგაზრდა სპორტსმენებს მინური რიჟვაძე ასწავლის, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე 30-მდე ჩემპიონი გაზარდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში, რომელიც ჩინეთში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება, საქართველოდან 7 სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აჭარის რეგიონიდან კი, მხოლოდ ქვემო ვაშლოვანის სკოლა იასპარეზებს.

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თაკო და მარი რიჟვაძეები. დებთან ერთად ჩინეთში საქართველოს სახელით ლიზი რიჟვაძე და ნინო აბულაძეც წარსდგებიან. ოლიმპიადა სპორტის შვიდ სახეობაში ჩატარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა