მცხეთა-მთიანეთში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა“ აღინიშნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, „თიანეთობა 2019“ აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან თამაზ სუჯაშვილთან ერთად დაესწრო და მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა.

მათივე ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. წარმოდგენილი იყო ფოლკლორი, ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით. მოეწყო წიგნებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ფშავ-ხევსურული სამზარეულო. გაიმართა დოღი და სპორტული შეჯიბრებებიც. ასევე, სპეციალურად პატარებისთვის მოეწყო ზღაპრის ქალაქი. თიანეთში მცხოვრებმა ბავშვებმა მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს.

ღონისძიების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა, რამდენიმე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულეს: სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს და მრავალფუნქციურ შენობას სოფელ ჟებოტაში, მოასფალტდა დაბა თიანეთი-ჭურჭელაურების, ზარიძეები-ჯიჯეთისა და ჟებოტა-ახალსოფელის გზები. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დააფინანსა.

სახალხო დღესასწაულზე, ტრადიციულად, თიანეთის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. ტიტული ღვაწლმოსილ პედაგოგებს - ნატაშა გონჯილაშვილსა და ზაქარია აქიმიშვილს და მედიცინის მუშაკებს - ოთარ ცალუღელაშვილსა და იზოლდა მახარაძეს მიენიჭათ.

„თიანეთობა 2019“ გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა