სალომე ზურაბიშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სანდო პარტნიორი ქვეყნაა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და არსებულ საფრთხეებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და შავი ზღვის უსაფრთხობაზე.

„საქართველო ბულგარეთთან აქტიურად თანმშრომლობს ნატოსთან და ევროკაშირთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ბულგარეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის, ესტონეთის პრეზიდენტებთან და ბელგიის პრემიერმინისტრთან

პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთაროლი პოლიტიკაში".

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა