სოფელ თელეთში, ავარიისას დაშავებული სომხეთის 2 მოქალაქე კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ რჩება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ავარიისას დაშავებული სომხეთის 2 მოქალაქე კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს, გუშინ, კლინიკაში ავარიისას დაშავებული 8 პაციენტი მიიღეს, რომელთაგან 5 გუშინვე გაეწერა. ასევე, მოგვიანებით ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა სომხეთში.

რაც შეეხება დარჩენილ 2 პაციენტს, კლინიკაში აცხადებენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის და შესაბამისად, ისინი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში 31 აგვისტოს მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი, დაშავდა. ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ - 8 ადამიანი შეიყვანეს, „საპატრიარქოს იოაკიმე და ანას კლინიკაში“ - 3, ინგოროყვას კლინიკაში - 2 , „პინეოში“ - 4 და გადაუდებელი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში - 3 პაციენტი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: თელეთთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 2 პაციენტი ამ დრომდე ნიუ ჰოსპიტალში რჩება, 2 ადამიანი ერევანში გადაიყვანეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს